Wednesday, March 30, 2016

                                         დღე        მეცხრე            
 დღეს შევაჯამეთ   განვლილი დღეების მუშაობა .  მივიღე  სხვადასხვა მითითება                      ეს ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო. ვისწავლე   კომპიუტერის უკეთესად მოხმარება   რათა გამოვიყენო მაქსიმალურად საჭიროების შემთხვევაში.                            გადავხედე     მ თლიანობაში  ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოს .  
 გავიგე  თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკები  ჩეკლისტები ,შინაარსის ათვისების, 21- საუკუნის უნარ ჩვევების მაღალი დონის სააზროვნო  უნარების განვითარებისათვის  პ   როექტებზე მუშაობისას.     გადავხედე  ჩემს საქაღალდეს.    
დღეს  კიდევ ერთხელ მოვისმინე  ქალბატონ -გვანცას თბილი მითითებები პროექტის შესახებ

მადლობას ვუხდი მას ღირსეული თანამშრომლობისათვის,
ასევე მადლობას ვუხდი  ჩემი ჯგუფის წევრებს  განსაკუთრებით- დევაძე მზიურის



Friday, March 25, 2016

დღე-8

დღე იყო დატვირთული.   ვიმუშავე   და განვიხილე    მოდული მეშვიდის  მონაცემებზე    ვისწავლე როგორ გავუწიო კლასს დახმარება ტექნოლოგიების  სწორად და მიზან მიმართულად    გამოყენებაში. შევქმენი დოკუმენტაცია, პრეზენტაციისა და ვებრესურსის    შესახებ .          
ვისწავლე   drive- დან პორტფოლიოს მიბმა და შიგ სხვადასხვა მასალების ატვირთვა.                                                      
                                                                 დღე 7


        დღე იყო შინაარსიანი. განვიხილე დავალებები,მივიღე მითიტებები, რასაც გავითვალისწინებ შემდეგი მუშაობისას. დღეს ვისწავლე VI მოდულის მონახაზი და დავამუშავე ამ მოდულის მოთხოვნები.
    გავიგე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები, ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისას, მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
    ვისწავლე როგორ გამოვიყენო ბლუმის და გარდნერის თეორიები მოსწავლეთა წარმატებისათვის.     

Friday, March 18, 2016


                                                    დღე    მეექვსე  

              განვიხილეთ და მოვისმინეთ დავალებებივიმსჯელეთ თითოეულის დავალებებზე   .ტრენერმა ქალბატონმა -გვანცამ მოგვცა გარკვეული მითითებები.     დავამუშავე მოდული ხუთი -მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  
ჯგუფთან ერთად გავეცანი რუბრიკის გამოყენებას,ქულების მინიჭების სქემებს, თუ  როგორ შეიძლება გამოიყენო რუბრიკები,  და ჩეკლისტები.  ჩემს პროექტზე მუშაონისას ეხლა და შემდეგ  გაკვეთილზე გამოვიყენებ მოცემულ ფორმებს. შეფასების რუბრიკები დამეხმარება პროექტის სრულყოფილ დამუშავებაში.
პროექტებით სწავლება უფრო სახალისოს გახდის გაკვეთილს.
                                                                             

Wednesday, March 16, 2016

დღე-5

  გავეცანი და დავამუშავე მოდული მეოთხე , ვარ კმაყოფილი   ვისწავლე და ვიმუშავე სლაიდების შექმნაზე ,სურათებისა და ვიდეო მასალის გადატანაზე რასაც გამოვიყენებ   პროექტზე  მუშაობისას.  კარგად გავაკეთე ასევე დიაგრამები.    დღე იყო შინაარსიანი          მადლობა. ველოდები ახალ დავალებებს  .  

Friday, March 11, 2016

                                                                 დღე მეოთხე 



   

განვიხილე შეფასების დროში გაწელილ სქემა  რაშიც ჩანდა ჩემი პროექტის მსვლელობა.  შევარჩიე სხვადასხვა მეთოდები შეფასებისათვის. გავეცანი  მოდული სამის საკითხებს,კერძოდ.,.სხვადასხვა კავშირებს რაც დამეხმარებაპროექტზე მუშაობისას.
  21-ე საუკუნის უნარებისგამოყენებსაში.  გამოვიყენებ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. 

Tuesday, March 8, 2016

დღე მესამე    
  მესამე სამუშაო დღეს ვიმუშავე მეორე მოდულის  მიხედვით.  დავგეგმე პროექტი  პირველ რიგში, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Thursday, March 3, 2016

დღე-2

                                                  დღე მეორე
დღე დედის დღის მილოცვით დავიწყეთ. შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა  ერთმანეთს გავაცანით საშინაო დავალება, სავარაუდო პროექტის გაცნობითი მიმოხილვა.
  განვსაზღვრეთ სწორი მიმართულება, შევიტანე კორექტირება ჩემს იდეაში.
გავეცანი პროექტის ძირითად მახასიათებლებს.
ასევე გავეცანით პუბლიკაციების სხვადასხვა ტექნიკურ მხარეს. განვიხილე რამდენიმე შაბლონი ბუკლეტისა თუ გაზეთის შესაქმნელად. 

Wednesday, March 2, 2016

პირველი დღე

                                                          დღე პირველი

        დღე შინაარსიანად გავატარე.    გავეცანი ტრენინგის სამუშაო პროგრამას.

შევქმენი  საკუთარი   ბლოგი, საქაღალდე.            გავეცანი პროექტით სწავლების  გეგმას.    ვნახე ვიდეო მასალა ამ საკითხის შესახებ.